სხვა

17:12 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ასანიძის 3 ოქრო და ნიკა ესართიას ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით საბა ასანიძე და ნიკოლოზ ესართიამ (81 კგ.) წარმატებით იასპარეზეს.

საბა ასანიძემ ატაცში სამივე ცდა 141 / 144 / 147 კგ. წარმატებით გამოიყენა, ოქროს მედალი მოიპოვა და ატაცში ჩემპიონობა იზეიმა.

ძალოსანმა აკვრაში 175 / 180 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 327 კილოგრამითაც!

ნიკა ესართიამ კი 138 / 142 კილოგრამის წარმატებით დაძლევის შედეგად ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

ძალოსანმა აკვრაში 168 კგ. დაძლია მე-6 ადგილზე გავიდა, ორჭიდში მოგროვილი 310 კილოგრამით კი მე-4 საფეხურზეა.

0.663705