ფეხბურთი

16:20 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერვე რენარი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა

საფრანგეთის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერვე რენარი ისტორიაში შევიდა. ის პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც თამაში მოიგო, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

საფრანგეთის ნაკრებმა პირველ ტურში იამაიკასთან ნულოვანი ფრის შემდეგ მეორე ტურში ბრაზილია 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც რენარმა რეკორდი დაამყარა. მან ვაჟებში 2022 წელს საუდის არაბეთის ნაკრებში მუშაობისას არგენტინასთან გამარჯვება მოახერხა. ახლა კი მატჩი მისი ხელმძღვანელობით მუნდიალზე ქალთა ნაკრებმაც მოიგო. შესაბამისად, მსგავსი მიღწევით მის გარდა, ვერავინ დაიკვეხნის.

შეგახსენებთ, რომ ერვე რენარმა საუდის არაბეთის ნაკრები რამდენიმე თვის წინ დატოვა და მუშაობა სამშობლოში, საფრანგეთის ქალთა ნაკრებში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122324