მიუნხენის „ბაიერნმა“ ბევრ მეკარესთან მოლაპარაკებების მიუხედავად, როგორც ჩანს, საბოლოოდ არჩევანი „ბრენტფორდის“ კიპერ დავიდ რაიაზე შეაჩერა.
ფაბრიციო რომანოს ცნობილი, 100%-ით კლუბი ესპანელი კარის დარაჯის ტრანსფერზეა ორიენტირებული, რათა მოძებნოს გზა „ბრენტფორდთან“ შეთანხმების მისაღწევად.
მიუნხენელებს სურთ, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე მოაგვარონ ეს სიტუაცია, რადგან იან ზომერი მილანის „ინტერში“ გადასასვლელად ემზადება. „რეკორდმაისტერს“ გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებენ, მაგრამ ბოლო ცნობებით, ქართველის ტრანსფერი თითქმის გამოირიცხა, ახლა „ბაიერნისთვის“ პრიორიტეტი რაიას ტრანსფერია.
27 წლის დავიდ რაიას მთელი კარიერა ინგლისში აქვს გატარებული, სადაც „ბლექბერნის“ და „სუტპორტის“ ღირსებას იცავდა, 2019 წლიდან კი „ბრენტფორდშია“, სადაც დღემდე 161 თამაში ჩაატარა. მას ესპანეთის ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.