ფეხბურთი

13:23 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "საუდის არაბეთმა სატრანსფერო ბაზარი შეცვალა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ რიად მაჰრეზის საუდის არაბეთში ტრანსფერსა და ფეხბურთიდან დავიდ სილვას წასვლაზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საუდის არაბეთმა სატრანსფერო ბაზარი შეცვალა.

„მაჰრეზი ძალიან უყვარდა მთელ სტაფს, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო იმ წარმატებებში, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვქონდა. მას და მის ოჯახს საუკეთესოს ვუსურვებ, მსიამოვნებდა მისი მწვრთნელობა, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.

საუდის არაბეთმა სატრანსფერო ბაზარი შეცვალა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც კრიშტიანუ წავიდა, ერთადერთი იყო, ვინც ეს გააკეთა, არავის ეგონა, რომ საუდის არაბეთის ლიგაში ამდენი მაღალი დონის ფეხბურთელი ითამაშებდა. რიადმა წარმოუდგენელი შეთავაზება მიიღო და ამიტომ, ხელი ვერ შევუშალეთ მის ტრანსფერს. მომავალში კიდევ უფრო მეტი ტრანსფერი იქნება.

დავიდ სილვა? მისი გავლენა საოცარი იყო, არა მხოლოდ „სიტიში“, არამედ ყველა გუნდში, რომელშიც თამაშობდა. ის იყო ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც „მანჩესტერ სიტი“ წარმატებული გუნდი გახადა. მას მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, დიდი სიამოვნება იყო მისი მწვრთნელობა და ყოველდღიურად მისი ხარისხის ყურება“, - თქვა გვარდიოლამ.

0.120196