ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი გახდა - წერს არგენტინული კლუბის ოფიციალური ტვიტერი. ურუგვაელი ბუენოსაირესულ კლუბში 2024 წლის დეკემბრამდე დარჩება.
კავანი „ბოკაში“ მე-10 ნომრით ითამაშებს. მანამდე „ვალენსიამ“ ედინსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში, ედინსონმა 25 მატჩში 5 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კავანიმ პროფესიონალური კარიერა 2005 წელს დაიწყო ურუგვაულ კლუბ „დანუბიოში.“ კარიერის განმავლობაში მან იტალიურ „პალერმოსა" და „ნაპოლიში", ასევე ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენსა" და ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშა.
ედინსონის დებიუტი ურუგვაის ნაკრებში 2008 წელს შედგა. ეროვნულ გუნდში მან 136 მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა.