ფეხბურთი

20:46 | 29.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „რეალის" შემტევი ხაზი დაკომპლექტებულია“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის შემტევი ხაზის ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„შეტევის ხაზში ახალი მოთამაშეები გვყავს და ეს საკმარისია. წინა ხაზზე კარგი კონტიგენტია. ბრაიმმა და ხოსელუმ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა. რეალს აქვს გოლების გატანის რესურსი." - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს COPE.

ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი ჭორი გავრცელდა პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს „სამეფო კლუბში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე. ამავდროულად ფეხბურთელს საუდური „ალ-ჰილალიც“ იწვევს.

ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი იუარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113404