ფეხბურთი

16:45 | 29.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" საბჭოს წევრი: "საზონოვით "ლიონი" და სხვა კლუბებიც ინტერესდებიან"

მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა დიმიტრი გაფინმა რუსულ მედიასთან საბა საზონოვთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მან ევროპული კლუბების ინტერესი დაადასტურა.

„საბა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მართლაც გაზრდილია ინტერესი ევროპული კლუბების მხრიდან. ღირებული შეთავაზების შემთხვევაში, რომელიც მოერგება კლუბის და ფეხბურთელის მოთხოვნებს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის ევროპის ერთ-ერთი ტოპლიგის კლუბში მოხვდეს.

„ლიონმა“ გამოგზავნა ოფიციალური შეთავაზება? როგორც ვიცით, ფინანსური შეზღუდვის გამო „ლიონი“ ჯერ ვერ ყიდულობს ფეხბურთელებს, მაგრამ ამ კლუბს და არა მხოლოდ მას, ნამდვილად აქვს ინტერესი საბას მიმართ“, - თქვა გაფინმა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველ მცველს ამჟამად მცირე ტრავმა აქვს და დღეს რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში "კრილია სოვეტოვთან" (3:3) ვერ ითამაშა. მან ახალ სეზონში გამოტოვა პირველი ტურის შეხვედრაც და ასევე რუსეთის თასის თამაშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113289