სხვა

15:38 | 29.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კახი ასანიძემ 3 ვერცხლის, არჩილ მალაყმაძემ კი 3 ბრიბჯაოს მედალი მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ და არჩილ მალაყმაძემ (73 კგ.) იასპარეზეს.

ატაცში კახი ასანიძემ 144 / 148 / 151 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ასანიძემ აკვრაში თავი 174 / 178 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 329 კილოგრამით.

არჩილ მალაყმაძემ კი თავი 142 / 146 / 150 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იგივე სინჯის მედალი ერგო აკვრაში დაძლეული 168 კილოგრამითაც, ასევე ბრიჯნაოს მედლის მომტანი გახდა ორჭიდში მოგროვილი 318 კილოგრამიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119387