ფეხბურთი

18:58 | 28.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანეს არაბეთში ტრანსფერი გადაწყდა და რონალდუს თანაგუნდელი იქნება

სადიო მანეც საუდის არაბეთში ითამაშებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ და „ალ-ნასრი“ 31 წლის სენეგალის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

მანე სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია. სადიო კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდება.

სადიო მანემ კარიერა „მეცში“ დაიწყო, შემდეგ „ზალცბურგში“ გადავიდა, სახელი კი „საუთჰემპტონში“ გაითქვა, საიდანაც 2016 წელს „ლივერპულმა“ შეიძინა. აფრიკელმა შემტევმა „ბაიერნში“ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, რა პერიოდშიც 38 თამაშში თავი 12 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116576