ბუქარესტში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ გიორბელიძემ (67 კგ.) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ იასპარეზა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა!
ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა 122 / 125 / 129 კგ. წარმატებით დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გურამ გიორბელიძემ აკვრაში დაძლეული 151 / 157 / 161 კილოგრამითაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
ასევე უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 290 კილოგრამითაც.