საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს.
ახალგაზრდულმა გუნდმა თელავში ყვარლის გუნდთან ტესტ მატჩი გამართა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 30 ივლისიდან თბილისში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიას, ლიეტუვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. ტურნირი 5-13 აგვისტოს აზერბაიჯანში გაიმართება.