ბუქარესტში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ბაჩუკი შამილიშვილმა (55 კგ.) ასპარეზობა დაასრულა.
ქართველმა ძალოსანმა 23 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 94/99 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბაჩუკი შამილიშვილმა აკვრაში თავი 119/123 კილოგრამს გაართვა და კვლავ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა ორჭიდში მოგროვილი 222 კილოგრამითაც.