ათენის „პანათინაიკოსი“ გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად ესპანეთის ნაკრების კალათბურთელი, ხუანჩო ერნანგომესი დაიმატა.
ბერძნებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. „პანამ“ ერნანგომესი „ტორონტოდან“ დაიმატა და მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
27 წლის კალათბურთელი NBA-ში ბოლო 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, სხვადასხვა პერიოდში ის „დენვერის“, „მინესოტას“, „ბოსტონის“, „სან ანტონიოს“, „იუტას“ და „ტორონტოს“ წევრი იყო.