ფეხბურთი

11:50 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ამხანაგურ მატჩში „ბარსელონა“ დაამარცხა

ინგლვუდში (აშშ) ამხანაგური მატჩი გაიმართა ლონდონის „არსენალსა“ და „ბარსელონას“ შორის. თამაში ბრიტანელების სასარგებლოდ ანგარიშით 5:3 დასრულდა.

ანგარიში მეშვიდე წუთზე პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. ექვს წუთში ბუკაიო საკამ აღადგინა წონასწორობა. ამას 34-ე წუთზე ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ მეორე გოლით უპასუხა. „მეთოფეების“ ახალწვეულმა, გერმანელმა ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა 43-ე წუთზე ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

შემდეგ ლეანდრო ტროსარმა დუბლი მიითვალა. ეს ბელგიელის პირველი გოლები გახლდათ „არსენალის“ შემადგენლობაში. ესპანელმა გარემარბმა ფერან ტორესმა 88-ე წუთზე ერთი ბურთით შეამცირა ანგარიშში სხვაობა. საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ფაბიო ვიეირამ დააფიქსირა - 5:3.

საინტერესოა, რომ მატჩის 22-ე წუთზე საკამ პენალტი ააცილა.

0.117245