ფეხბურთი

1:54 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ "ალ-ჰილალს" უარი უთხრა და ევროპაში დარჩენა სურს

საფრანგეთის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელ კილიან მბაპეს საუდის არაბეთში თამაში არ სურს და „ალ-ჰილალს“ უარი უთხრა. ამის შესახებ L’Equipe იტყობინება.

ცნობილია, რომ არაბები პსჟ-ს მბაპეს სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაზეც პარიზელები თანახმა არიან, მაგრამ ფეხბურთელს აზიაში გადაბარგება არ ხიბლავს.

„ალ-ჰილალის“ წარმომადგენლები პარიზშიც ჩავიდნენ, რათა მბაპე პირადად დაეთანხმებინათ ტრანსფერზე, თუმცა ფრანგმა ვარსკვლავმა მათთან შეხვედრაზეც კი უარი თქვა. საუდელები კილიანს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რათა გაისად უფასოდ შეძლოს ევროპაში დაბრუნება და სასურველ კლუბში გადასვლა, ხოლო ხელფასის სახით ფიქსირებულ 200 მილიონ ევროს ამ ერთ წელიწადში, რაც ბონუსებისა და საიმიჯო უფლებებით 700 მილიონსაც მიაღწევს. თუმცა, კილიანი უარზეა და ევროპაში დარჩენას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ კილიან მბაპე ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული, რადგან მან კონტრაქტის განახლებაზე უარი განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113926