ფეხბურთი

1:11 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა

მარკო ვერატიც საუდის არაბეთში ითამაშებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ალ-ჰილალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა.

როგორც იტალიელი ინსაიდერი წერს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და წესით, სულ მალე საბოლოო შეთანხმება უნდა შედგეს. ვერატის „ალ-ჰილალი“ 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და ფეხბურთელმა კლუბთან შეთანხმებას მიაღწია კიდეც, ახლა ორივე გუნდმა უნდა მოახერხოს მორიგება. პსჟ 30 მილიონს ითხოვს, მაგრამ საუდელებისთვის ფინანსური მხარე პრობლემა საერთოდ არ არის.

მარკო ვერატი პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობს და 416 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. ის მანამდე „პესკარაში“ თამაშობდა. საინტერესო დეტალია, რომ 30 წლის ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში არასდროს უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117704