ფეხბურთი

0:39 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

არაბულმა კლუბმა "ზენიტს" მალკოლმში 60 მილიონი გადაუხადა

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ „ზენიტის“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი მალკოლმი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

26 წლის შემტევის სანაცვლოდ არაბებმა რუსებს 60 მილიონი ევრო გადაუხადეს. ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონში 18 მილიონი ევროს ანაზღაურებით. მალკომი კალიდუ კულიბალის, რუბენ ნევეშისა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემდეგ „ალ-ჰილალის“ მეოთხე ახალწვეულია. სხვათა შორის, მანამდე არაბებმა ნევეშში „ვულვზს“ 52 მილიონი გადაუხადეს, მალკოლმში კი უფრო მეტი გაიღეს.

ბრაზილიელს „კორინთიანსში“, „ბორდოსა“ და „ბარსელონაში“ აქვს თამაშები, ხოლო „ზენიტში“ 2019 წლიდან 109 მატჩში 42 გოლი გაიტანა. მას ბრაზილიის ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული.

0.129021