ფეხბურთი

22:05 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვორსკლას" მწვრთნელი: "დილა" ტექნიკური გუნდია, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული"

პოლტავას „ვორსკლას“ მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა გორის „დილასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, რთულ მატჩს ელოდება, რადგან „დილა“ ძალიან ტექნიკური გუნდია.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პოლონურ მხარეს, რომელმაც კარგად ვარჯიშის საშუალება მოგვცა. ორი კარგი ხარისხის მოედანი და ყველა პირობა გვაქვს, რომ მოვემზადოთ ხვალინდელი თამაშისთვის. თუმცა, ყველა მწვრთნელმა იცის, რომ პირველ ოფიციალურ მატჩში არ იცი, რა მოხდება. ამიტომ, ვღელავთ, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, „დილას“ მატჩებს „დუნაისკა სტრედასთან“ ერთად ვუყურეთ. პირველი თამაშის შემდეგ ვეჭვობდი, რომ სლოვაკებს მომდევნო ეტაპზე გასვლა გაუჭირდებოდათ, რადგან „დილა“ ძალიან ტექნიკური გუნდია, რომელსაც ძალიან კვალიფიციური მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ მეტოქეზე.

თამაშის გეგმა უკვე არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ არის დეტალები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ. მათ ორი ოფიციალური თამაში ჩაატარეს, ჩვენ ჯერ არ გვითამაშია, ეს ჩვენთვის მინუსია“, - განაცხადა სკრიპნიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ვორსკლასა“ და „დილას“ მატჩი 27 ივლისს, პოლონეთის ქალაქ ტიხიში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112036