ფეხბურთი

16:20 | 25.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "მარსელის" პრეზიდენტსაც ძალიან მოსწონს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მარსელის“ ინტერესის სფეროშიც მოხვდა.

Le10sport-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბის პრეზიდენტ პაბლო ლონგორიას მიქაუტაძე გასული სეზონიდან მოყოლებული მოსწონს და მის გარემოცვასთანაც ჰქონდა კონტაქტი. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ „მარსელმა“ გიორგის შესაძენად საჭირო ფინანსებისთვის მანამდე ვინმეს გაყიდვა უნდა მოახერხოს.

ცნობილია, რომ მიქაუტაძეში „მეცი“ 20 მილიონს ითხოვს, ხოლო ინგლისურმა „შეფილდ იუნაიტედმა“ 18 მილიონი ევრო შესთავაზა. ასევე ახსენებენ „ლიონსაც“, მაგრამ მას ჯერჯერობით, ტრანსფერზე კონკრეტულად მუშაობა არ დაუწყია. კიდევ უფრო ადრე ჩაიშალა „ბარნლისა“ და „ლაციოს“ ვარიანტები.

გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და „მეცის“ ლიგა 1-ის დაბრუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რომელიც გასული წლის ნოემბერში გააფორმა.

0.111861