კალათბურთი

19:40 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლა იოკიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს: სერბეთის განაცხადი ცნობილია

NBA-ს ვარსკვლავი ნიკოლა იოკიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს. „დენვერის“ ვარსკვლავი სერბეთის ნაკრებს არ დაეხმარება და ეს ინფორმაცია ოფიციალურია, რადგან სერბების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია, რომელშიც ნიკოლა არ არის.

NBA-ს ბოლო ორი სეზონის MVP-ის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბებს დააკლდებათ ნიკოლა კალინიჩი და ვასილიე მიჩიჩი.

სერბეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ალექსა არვამოვიჩი, დუშან ბეშლაჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ოგნიენ დობრიჩი, დეიან დავიდოვაჩი, მარკო გოდურიჩი, ოგნიენ იარამზი, ნიკოლა იოვიჩი, სტეფან იოვიჩი, ვანია მარინკოვიჩი, ნიკოლა მილუტონოვი, ნემანია ნედოვიჩი, ფილიპ პეტრუშევი, ალექსეი პოკუსევსკი, ალექსა რადანოვი, დუშან რიშტიჩი, ალენ სმაილაგიჩი, ბორიშა შიმანიჩი, ნიკოლა ტოპიჩი, უროშ ტრიფუნოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ სუდანის, ჩინეთისა და პუერტო რიკოს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11982