ფეხბურთი

13:50 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ბელინგემი ჩვენი ნახევარმცველებისგან განსხვავდება, ფანტასტიკური ფეხბურთელია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გუნდში მყოფი სხვა ნახევარმცველებისგან განსხვავდება.

„ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, ძალიან მნიშვნელოვანი. სრულყოფილია, რომელიც დიდი ინტენსივობით თამაშობს და ბურთთან ერთად კარგად მოძრაობს. ჯუდი განსხვავდება ნახევარმცველებისგან, რომლებიც ჩვენ გყავს. საოცარი ხარისხი აქვს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ დღეს ამხანაგურ მატჩში „მილანი“ 3:2 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111916