სტამბოლის „გალათასარაიმ“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ მაურო იკარდი გამოისყიდა. 30 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.
„გალას“ იკარდის შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ხელშეკრულების თანახმად ის თურქეთში 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
მაურო იკარდიმ „გალათასარაის“ მაისურით გასულ სეზონში 26 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელი „პარი სენ-ჟერმენში“, „ინტერსა“ და „სამპდორიაში“ თამაშობდა.