ფეხბურთი

16:01 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" შვეიცარიელი თავდამსხმელი დაიმატა

„მილანმა“ შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ნოა ოკაფორი ავსტრიული „ზალცბურგიდან“ შეიძინა.

23 წლის ფორვარდმა, რომელიც „როსონერიში“ ოლივიე ჟირუს დუბლიორი უნდა იყოს, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, შვეიცარიელს ფლანგზე თამაშიც შეუძლია. ის „მილანში“ 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ნოა ოკაფორმა კარიერა „ბაზელში“ დაიწყო, 2020 წელს კი „ზალცბურგს“ შეუერთდა, სადაც 110 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა (მათ შორის ერთი შარშან ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ წინააღმდეგ). შვეიცარიის ნაკრებში მას 14 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.11439