ფეხბურთი

11:44 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე როსიმ კარიერა დაასრულა

იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე როსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 36 წლის თავდამსხმელმა განცხადება გამოაქვეყნა.

როსის ფეხბურთიდან წასვლის მიზეზი ასაკის გარდა, მუდმივი ტრავმები გახდა. იტალიელ ფეხბურთელს „მანჩესტერში“, „ნიუკასლში“, „პარმაში“, „ვილიარეალში“, „ფიორენტინაში“, „ლევანტეში“, „სელტაში“, „ჯენოაში“, „სოლტ ლეიკში“ აქვს ნათამაშები, ბოლოს კი „სპალის“ ღირსებას იცავდა. იტალიის ნაკრებში ჯუზეპემ 2008-2014 წლებში 30 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ეჭვგარეშეა, რომ ჯუზეპე როსის კარიერა გაცილებით მაღალი დონის და გამორჩეული იქნებოდა, რომ არა სერიოზული ტრავმები და ლაზარეთში გატარებული ძალიან ბევრი დრო...

0.125606