„კრემონეზემ“ პრესეზონზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ლუკა ლოჩოშვილმა კი გოლი გაიტანა.
სამოყვარულო კლუბ „პიევე დი ბონოსთან“ დავიდე ბალარდინის გუნდმა 18:0 მოიგო. ლოჩოშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა, გოლი კი 78-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„კრემონეზე“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს, „ლუმეცანესთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია B-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, „კატანძაროს“ უმასპინძლებს. ლოჩოშვილს ესპანურ „რაიო ვალეკანოს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ტრანსფერი არ შემდგარა და ქართველი მცველიც იტალიური კლუბის შემადგენლობაში რჩება.