ფეხბურთი

20:06 | 22.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ბუნუსთვის 12 მილიონს იხდის

„პარი სენ-ჟერმენი“ „სევილიას“ მაროკოელი მეკარის, იასინ ბუნუს გადაბირებას ცდილობს და ანდალუსიელებს 12 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა - წერს Footmercato.

წყაროს ცნობით, ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, ამ ზაფხულს ესპანურ კლუბს ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ბუნუა. პარიზული კლუბი ცდილობს ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და უკვე შესთავაზა 12 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) 32 წლის მეკარისთვის. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, „სევილია“ დათანხმდეს ამ შეთავაზებას. მათ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურთ მეკარეში და არ აპირებენ ფასის დაწევას.

გასულ სეზონში ბუნუმ „სევილიაში“ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110943