კილიან მბაპეს მომავალი ისევ გაურკვეველია. პსჟ-მ ის იაპონურ ტურნეში საერთოდ არ წაიყვანა, რის შედეგადაც, მისი კლუბიდან წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა.
ფრანგული მედიის ცნობით, მბაპეს ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი ისევ მადრიდის „რეალს“ აქვს, მაგრამ საუდის არაბეთიდან ფრანგმა 300-მილიონიანი შეთავაზება მიიღო. ძნელად სავარაუდოა, რომ მან ეს შეთავაზება მიიღოს, მაგრამ „ალ-ჰილალი“ მაინც ცდილობს კილიანის დათანხმებას.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი მასთან უფასოდ შელევას არ აპირებს, ამიტომაც, პრაქტიკულად ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული. მბაპემ 2017 წლიდან დღემდე პარიზელთა მაისურით 260 შეხვედრაში 216 გოლი გაიტანა.