ფეხბურთი

16:45 | 22.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი თანახმაა "ნაპოლიში" გადავიდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი მზადაა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელოს.

Il Mattino წერს, რომ ბერნარდესკიმ „ტორონტოს“ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა წასვლის სურვილის შესახებ. თუმცა, ტრანსფერი შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, თუ „ნაპოლის“ ირვინგ ლოზანო დატოვებს. მანამდე ნეაპოლელები ბერნარდესკის გადაბირებაზე ვერ იმუშავებენ. ისიც ცნობილია, რომ იტალიის ჩემპიონის გეგმაში ფედერიკოს იჯარით დამატება განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ კარიერა „ფიორენტინაში“ დაიწყო, ხოლო 2018-2023 წლებში ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

0.114904