სამუელ უმტიტი, რომელსაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ამოეწურა, საფრანგეთში დაბრუნდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა კონტრაქტი „ლილთან“ გააფორმა, სადაც 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უმტიტიმ კარიერა „ლიონში“ დაიწყო, სადაც 2011-2016 წლებში თამაშობდა, ხოლო შემდეგ „ბარსელონაში“ გადავიდა. გასული სეზონი მან იტალიური „ლეჩეს“ რიგებში გაატარა.