საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში ჩავიდა, სადაც შეკრებას გაივლის. ეროვნული გუნდის კალათბურთელებმა დუდა სანაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა კომენტარი გააკეთეს.
დუდა სანაძე: „პირველი ვარჯიში ჩავატარეთ ტრევიზოში, ტაქტიკურად გავიმეოროთ ჩვენი კომბინაციები, რაც წინა კემპზე დავამუშავეთ. გვაკლია თორნიკე, გოგა და მაკფადენი, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველა შემოგვიერთდება და სრული შემადგენლობით ვივარჯიშებთ“.
სანდრო მამუკელაშვილი: „მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოს ნაკრებში. ჩემთვის აქ თამაში დიდი სტიმული და მოტივაციაა. ველოდებით, შენგელიას, მაკფადენს და ბითაძეს. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ახალგაზრდებიც დავიმატეთ, რაც ვარჯიშს უფრო ენერგიულს გახდის. მგონია, რომ სწორი მომზადებით შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ”.