„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა რიად მაჰრეზმა „ალ-აჰლიში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
ალჟირელი შემტევი ნახევარმცველი სულ მალე კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. „ალ-აჰლისთვის“ ის მესამე შენაძენი გახდება მიმდინარე ზაფხულს პრემიერლიგიდან რობერტო ფირმინოსა და ედუარ მენდის შემდეგ.
გარდა ამისა, „ალ-აჰლის“ აქტიურად უკავშირებენ ალან სენ-მაქსიმს, რომელმაც „ნიუკასლ იუნაიტედი“ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ რიად მაჰრეზი „მანჩესტერ სიტიმ“ 2018 წელს დაიმატა და 236 შეხვედრაში 78 გოლი აქვს გატანილი. მანამდე რიადი „ლე ავრსა“ და „ლესტერ სიტიში“ თამაშობდა.