ფეხბურთი

17:53 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" შვეიცარიელ თავდამსხმელს დაიმატებს

„მილანმა“ შვეიცარიის ნაკრებისა და „ზალცბურგის“ თავდამსხმელის, ნოა ოკაფორის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

უცნობია ფინანსური დეტალები, მაგრამ იტალიური მედია წერს, რომ 23 წლის ფორვარდი შაბათს მილანში იქნება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

ნოა ოკაფორმა კარიერა „ბაზელში“ დაიწყო, 2020 წელს კი „ზალცბურგს“ შეუერთდა, სადაც დღემდე 110 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა. შვეიცარიის ნაკრებში მას 14 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.116546