ფეხბურთი

12:35 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდრე ონანა "მანჩესტერის" ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ანდრე ონანას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კამერუნელმა ფეხბურთელმა ინგლისელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ონანას სანაცვლოდ „მანჩესტერმა“ მილანის „ინტერს“ 52 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაუხადა.

„მანჩესტერში“ მოხვედრა წარმოუდგენელი პატივია და მთელი ცხოვრება ბევრს ვმუშაობდი ამ მომენტამდე მისასვლელად. გზაზე მრავალი დაბრკოლებაც გადავლახე. ეს ჩემთვის საოცარი გამოცდილება იქნება. „მანჩესტერს“ მეკარეების საოცარი ისტორია აქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევქმნა ჩემი მემკვიდრეობა. მიხარია, რომ ერიკ ტენ ჰაგთან ერთად ისევ ვიმუშავებ“, - თქვა კამერუნელმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ ანდრე ონანამ კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, სადაც ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობდა, რომელიც ახლა „მანჩესტერის“ მწვრთნელია. კამერუნელი „ინტერში“ 2022 წლიდან თამაშობდა და გასულ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118245