ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა „სარაევოსთან“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოამზადა და შედეგსაც მიაღწიეს.
„მადლობა კარგი მასპინძლობისთვის. რთული მატჩი იყო. ვფიქრობ, რომ პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი გავუშვით. საბედნიეროდ, მოვახერხეთ გათანაბრება და მსაჯმა თამაში რომ დაასრულა, გავიხარეთ.
ჩემს ფეხბურთელებს თამაშამდე ვუთხარი, რომ წარმოედგინათ ატმოსფერო და სავსე სტადიონი. ისინი მენტალურად მოვამზადე, რადგან ზოგიერთს ამდენი მაყურებლის წინაშე არასდროს უთამაშია. ისინი უნდა შევაქო, რადგან მცირე დროში მოახერხეს ფიზიკურად მომზადება, ძალიან ძლიერები არიან და როცა ფიზიკურად და მენტალურად ძლიერი გუნდი გყავს, როგორმე შესაძლებელია შედეგის მიღწევა. ეს დღეს საღამოს მოვახერხეთ“, - თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ „სარაევო“ ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიით დაამარცხა (3:3, 4:2), ხოლო მომდევნო ეტაპზე „აკტობეს“ 27 ივლისს ქუთაისში და 3 აგვისტოს ყაზახეთში შეხვდება.