ფეხბურთი

23:57 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდი ალბაც "ინტერ მაიამიში" გადავიდა

„ინტერ მაიამიმ“ ჟორდი ალბა დაიმატა. ამერიკულმა გუნდმა ეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელი მცველი MLS-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რადგან „ბარსელონასთან“ კონტრაქტი აღარ აკავშირებდა. შესაბამისად, „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესი, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი ითამაშებენ.

გარდა ამისა, ესპანური მედია წერს, რომ მათ ანდრეს ინიესტაც შეუერთდა, რომლის ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ჟორდი ალბა „ბარსელონას“ 2012 წელს „ვალენსიადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 458 მატჩში 27 გოლი გაიტანა, ამასთან 18 ტიტული მოიგო. ვეტერან მცველს „კორნელიაში“, „ხიმნასტიკსა“ და „ვალენსიაში“ აქვს ნათამაშები, ესპანეთის ნაკრებში კი 91 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115291
სარეკლამო ადგილი - 99
X x X