ფეხბურთი

21:50 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა მესისთან და ბუსკეტსთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს

ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა დიდი ალბათობით, „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს, შესაბამისად, ლიონელ მესის და სერხიო ბუსკეტისს თანაგუნდელი ისევ გახდება.

Sport-ის ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა ამერიკელებთან შეთანხმებას მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთშიც იწვევდნენ, სავარაუდოდ, MLS-ში გადავა.

შესაბამისად, „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელები კვლავ მხარდამხარ ითამაშებენ. მოგეხსენებათ, ინიესტა 2018 წლიდან იაპონიაში, „ვისელ კობეში“ თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ამოეწურა და კლუბი დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11463