ფეხბურთი

11:52 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ფელიქსს 10 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანს

„ბარსელონამ" მადრიდის „ატლეტიკოსთან" თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის ერთსეზონიანი იჯარის თაობაზე მიაღწა შეთანხმებას - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი მარკ მარტინესი.

წყაროს ცნობით, 24 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარა კატალონიელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ და კლუბი მას ხელფასის 70% გადაუხდის. მომავალ სეზონში კი „ბარსელონას“ ფელიქსის გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ შეეძლება.

გუშინ, 19 ივლისს, ფელიქსმა „ბარსელონაში“ თამაშის სურვილის შესახებ განაცხადა. კატალონიელების რიგებში ყოფნას მან ბავშვობის ოცნება უწოდა. ამ სიტყვებს „ატლეტიკო“ უარყოფითად გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუს კონფლიქტი აქვს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან.

0.105219