„ლივერპულის“ უნგრელმა ახალწვეულმა, დომინიკ სობოსლაიმ, ახალ გუნდში დებიუტის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან სასიამოვნო იყო. ეს არის მომენტი, რომლითაც მე და ჩემი ოჯახი ძალიან ვამაყობთ. მოუთმენლად ველი ახალ თამაშებს „ლივერპულის“ მაისურით. ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება. ყველაფერი გავაკეთეთ ამ მატჩის მოსაგებად. ახლა ყურადღება მომავალზე უნდა გავამახვლიოთ.. ჩემი ოცნება სრულად ასრულდება, როცა „ენფილდზე“ ვითამაშებ „ლივერპულში“ და არა „ლივერპულის“ წინააღმდეგ.“ - განაცხადა სობოსლაიმ „კარლსრუესთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ.
გუშინ, 19 ივლისს, „ლივერპულმა“ ახალი სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. სტუმრებმა ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ 2:4 დაამარცხეს. სობოსლაიმ „წითლების“ მაისურით პირველად ითამაშა.