ფეხბურთი

16:59 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილეს საუდის არაბეთში წელიწადში 18 მილიონს სთავაზობენ

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკოჩელესტემ“ ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზებაც მიიღო.

33 წლის ფორვარდს საუდელები სეზონში 18 მილიონ ევროს სთავაზობენ. გადაწყვეტილება თვითონ ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, სურს თუ არა კარიერის აზიაში გაგრძელება. თავის მხრივ, „ლაციო“ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

იტალიური მედიის ვარაუდით, კლუბი, რომელსაც ჩიროს შეძენა სურს, „ალ-შაბაბია“, მაგრამ არ გამორიცხავენ „ალ-ვაჰდას“ ვარიანტსაც, რომელიც იტალიელის გადაბირებას რამდენიმე კვირის წინ ცდილობდა.

ჩირო იმობილე „ლაციოში“ 2016 წლიდან თამაშობს და 297 მატჩში 196 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „იუვენტუსის“, „სიენას“, „გროსეტოს“, „პესკარას“, „ჯენოას“, „ტორინოს“, „დორტმუნდის“ და „სევილიას“ წევრი იყო, იტალიის ნაკრებში კი 56 თამაშში 16 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11319