ფეხბურთი

2:05 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ლუკა პარკაძეს ავსტრიაში გაანათხოვრებს

მიუნხენის „ბაიერნი“ ქართველ ფეხბურთელ ლუკა პარკაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ აკადემიაში დაიმატა, ავსტრიულ „ადმირაში“ გაანათხოვრებს.

Laola1 იტყობინება, რომ ეს ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თომას პრატლმაც დაადასტურა. 18 წლის ფეხბურთელი ახლოსაა ავსტრიაში ერთწლიანი იჯარით გადაბარგებასთან.

აღსანიშნავია, რომ „ადმირა“ ამჟამად ავსტრიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის და ბუნდესლიგაში დაწინაურება აქვს მიზნად დასახული.

ლუკა პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, მცირე ხნით კი „გაგრაში“ თამაშობდა. ის ამჟამად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

0.122468