პსჟ-ის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, გამოსამშვიდობებელი წერილი მოამზადა, რომელსაც კლუბიდან წასვლის დღეს წარმოთქვამს - წერს ტვიტერზე PSG Community.
„ძალიან მინდოდა დარჩენა, ეს იყო ჩემი სურვილი. მაგრამ გუნდმა გამაფრთხილა ფინანსური პრობლემების შესახებ, რომელიც კლუბს შეექმნებოდა, თუ მომავალ ზაფხულს უფასოდ წავიდოდი. ამიტომ დავთანხმდი ახლავე წასვლას." - განაცხადა მბაპემ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ აღარ შეეცდება მბაპეს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაყოლიებას. ხელშეკრულების გაგრძელების შეთავაზება ფეხბურთელმა ორი კვირის წინათ მიიღო. პსჟ მას არ გააუმჯობესებს.
თავად მბაპეს სურს კონტრაქტის ბოლომდე პსჟ-ში დარჩენა, მაგრამ „რეალთანაც“ საუბრობს. თუ მადრიდელები შეასრულებენ პარიზელთა პირობებს, მაშინ ფრანგის ტრანსფერი ამ ზაფხულსვე გახდება შესაძლებელი.