სხვა

12:39 | 18.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ტესტ-მატჩებს გამართავს

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომლის ფარგლებში 18, 19, 20 ივლისს თურქეთის, ხოლო 24-25 ივლისს ირანის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სამივე მატჩი თურქეთთან 18:00 საათზე ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში ჩატარდება. მატჩებს ოთხი დარბაზი უმასპინძლებს: Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka, რომელთაგან პირველ მათგანში ფინალური ტური გაიმართება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მატჩებს ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.

გუნდის შემადგენლობა:

მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.

უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი

კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.

ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი

გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე

ექიმი: გიორგი საღინაძე

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113661