ფეხბურთი

10:48 | 18.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინს პსჟ-ში გადასვლა არ სურს

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ თავდამსხმელი, ჰარი კეინი, პსჟ-ში გადასვლას არ გეგმავს - წერს The Telegraph.

წყაროს ცნობით, ინგლისელი ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბში გადასვლით არ არის დაინტერესებული.

ამრიგად, დიდი ალბათობით, „ტოტენჰემი“ კეინის თაობაზე მხოლოდ „ბაიერნთან“ ილაპარაკებს. მანამდე მიუნხენელთა აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრიზენმა განაცხადა, რომ კლუბი დიდადაა დაინტერესებული ინგლისელი ფორვარდის შეძენით. ამავდროულად, „ტოტენჰემს“ ფეხბურთელის გუნდში შენარჩუნება სურს.

კეინი „ტოტენჰემში“ 2011 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლამდეა გათვლილი. გასულ სეზონში შემტევმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა 32 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.1141