მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეზენმა განაცხადა, რომ კიმ მინ-ჯეს ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ.
„კიმი საოცარი ფეხბურთელია. ჯერჯერობით, არ შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებში მის ტრანსფერს ოფიციალურად დავადასტურებთ“, - თქვა დრეზენმა.
როგორც გერმანული მედია იტყობინება, ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა ამ დრომდე სამხრეთ კორეელის ტრანსფერის დადასტურება. „ბაიერნმა“ „ნაპოლის“ მისი გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო გადაუხადა. კიმმა გასულ სეზონში იტალიურ გუნდში 45 მატჩში 2 გოლი გაიტანა.