იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელი ფეხბურთელია და არ უნდა გაყიდონ. როგორც მან აღნიშნა, ქართველთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში გამოკვეთილი ფავორიტი იქნება.
„შარშან სპალეტის უნდოდა კულიბალის ჯაჭვით დაბმა, ზოგიერთი გულშემატკივარი წარსულში სხვა ფეხბურთელებზე იყო მიჯაჭვული, მაგრამ მე არასოდეს მქონია ეს განცდა. თუმცა, კვარაცხელიას ნამდვილად ჯაჭვით ჩავეჭიდებოდი, რადგან ის ნამდვილად შეუცვლელია.
ჩემი აზრით, ადრე ხალხი ცდილობდა იმ მოთამაშეებზე მიჯაჭვულობას, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ, მაგრამ კვარა სხვა შემთხვევაა. მასთან და ოსიმენთან ერთად ჩვენ ისევ ვიქნებით სკუდეტოს მოგების აბსოლუტური ფავორიტები. სპალეტი ფენომენია, დე ლაურენტისი და ჯუნტოლი ძალიან კარგია, თუმცა ამ ორი ფეხბურთელის გავლენა გასულ სეზონში დამანგრეველი იყო. „ნაპოლიმ“ ბევრი მატჩი მოიგო მათი წყალობით, რადგან არსაიდან მოახერხეს თამაშის გახსნა“, - თქვა დელ ჯენიომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ორივე ფეხბურთელს ჰყავს მსურველი, მაგრამ „ნაპოლის“ მათი შენარჩუნება უნდა და თან, ძალიან მაღალ ფასად აფასებს.