ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას შუამავალმა კრისტიან ძაკარდომ Goal-თან ქართველი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, არ უყვარს სატრანსფერო ამბებზე საუბარი და მომავალში გამოჩნდება, რა მოხდება. მოგეხსენებათ, ბოლო დროს 22 წლის შემტევს ინგლისური მედია „ნიუკასლ იუნაიტედს“ უკავშირებს, ძაკარდომ კი ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო.
„ნაპოლის“ მის შესახებ რამდენიმე წლის შევატყობინე. შემდეგ კარგად იმუშავეს მისმა გარემოცვამ და კლუბის ხელმძღვანელობამ და გარიგების დასრულება მოახერხეს. რომელიმე კლუბს თუ მივაწოდე ამ ზაფხულს მასზე ინფორმაცია? არ მიყვარს მსგავს თემებზე საუბარი, ვნახოთ. მიხარია, რომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, „ნაპოლი“ ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. მერე კი ვნახოთ რა მოხდება. „ნაპოლის“ 10-ნომრიანი მაისური კვარას? არ ვიცი, მსგავს საკითხებში შესვლა არ მინდა, ეს „ნაპოლის“ საქმეა“, - თქვა ძაკარდომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მან ყველა ტურნირზე 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.