ფეხბურთი

0:36 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხუან კუადრადო "ინტერში" ითამაშებს

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი ხუან კუადრადო „ინტერში“ ითამაშებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვეტერან ნახევარმცველსა და მილანურ კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია.

კუადრადო „ინტერთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებშია ჩანიშნული. ეს ტრანსფერი ძალიან მოულოდნელია, რადგან კუადრადო 2015-2023 წლებში „ინტერის“ მთავარი მეტოქის, „იუვენტუსის“ რიგებში თამაშობდა.

ტურინულ გრანდში კუადრადომ 314 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მას კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, ტურინელებმა კი ახალი ხელშეკრულება არ შესთავაზეს. მანამდე ის „უდინეზეს“, „ლეჩეს“, „ფიორენტინას“ და „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.

საინტერესოა, რომ „იუვე“ – „ინტერის“ მატჩში გასულ სეზონში კუადრადომ გოლი გაიტანა, შემდეგ რომელუ ლუკაკუსთან იჩხუბა და გააძევეს. კოლუმბიელი ახალ სეზონში უკვე შავ-ლურჯი მაისურით ითამაშებს, ხოლო ლუკაკუ დიდი ალბათობით, „იუვენტუსს“ შეუერთდება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106075