„ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შესაძლოა სამუშაოდ საუდის არაბეთში წავიდეს. იტალიური მედია ამის შესახებ წერს და იტყობინება, რომ შეთანხმების მიღწევასთან მხარეები ახლოს არიან.
„ალ-აჰლის“ პრეზიდენტი ხალედ ალ-ისა ალ-გამდი უახლოეს დღეებში იტალიაში ჩავა, რათა პირადად დაარწმუნოს სპალეტი საუდის არაბეთში გადასვლაზე.
აღსანიშნავია, რომ „ალ-აჰლი“ რობერტო ფირმინოთი და ედუან მენდით გაძლიერდა, რიად მაჰრეზის ტრანსფერზე კი მუშაობს. სპალეტიმ „ნაპოლიდან“ წასვლის მიზეზად დაღლილობა დაასახელა და თქვა, რომ 2024 წლის იანვრამდე დაისვენებს. თუმცა, შესაძლოა, აზიელთა შეთავაზება მიიღოს.
64 წლის იტალიელ სპეციალისტს კარიერის განმავლობაში „ემპოლიში“, „სამპდორიაში“, „უდინეზეში“, „რომაში“, „ზენიტში“, „ინტერსა“ და „ნაპოლიში“ აქვს ნამუშევარი.