ფეხბურთი

21:50 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ „ალკმაარის“ ნახევარმცველ რეინდერსის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია

„მილანმა“ ნიდერლანდულ „ალკმაართან“ ნახევარმცველ ტეიანი რეინდერსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, კლუბებმა ზეპირად მოილაპარაკეს. ტრანსფერის თანხა დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება (დამატებითი ბონუსების ჩათვლით). 24 წლის ნახევარმცველი „მილანში" გადასვლისთვის სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირის დასაწყისში გაივლის.

2022/2023 წლების სეზონში რეინდერსმა „ალკმაარის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ნიდერლანდულ კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

მანამდე ცნობილი გახდა „მილანში“ აშშ-ის ნაკრების გარემარბის, კრისტიან პულიშიჩის გადასვლის შესახებ.

0.125124