ფეხბურთი

20:17 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „მანეს „ბაიერნში“ დარჩენა სურს, მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, 31 წლის თავდამსხმელის, სადიო მანეს ზაფხულში გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს განლაგება, რომელიც სადიოსთვის ძალიან რთულია. ეს ფეხბურთელმაც იცის.

მანეს კონტრაქტი აქვს და დარჩენა სურს. ჩვენ პატივს ვცემთ მას. ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ ვარჯიშის პირველი დღეა და ფეხბურთში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“, - ციტირებს ტვიტერში ტუხელის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

მანეს ხელშეკრულება „ბაიერნთან“ 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. სენეგალის ნაკრების თავდამსხმელი მიუნხენელთა ბანაკში 2022 წლის ზაფხულში „ლივერპულიდან“ გადავიდა. მანემ „ბაიერნში“ გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი, შესაძლოა. საუდურ „ალ-აჰლიში“ გადავიდეს, რომლის წევრიც უკვე გახდა „ლივერპულის“ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ბრაზილიელი რობერტო ფირმინო.

0.109445